
დედოფლისწყაროში მთავარი ნაძვის ხე დაიწვა.
მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, თუმცა ის ვერ ასახელებს, რა შეიძლება გამხდარიყო ნაძვის ხის დაწვის მიზეზი.
,,შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, სამწუხაროდ, დაიწვა ნაძვის ხე. რა გახდა მიზეზი, ამ ეტაპზე არ ვიცით. მიმდინარეობს გამოძიება“, - ამბობს ჯანიაშვილი.
დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე მუნიციპალიტეტმა 2012 წელს შეიძინა.