
ახლოვდება ახალი წელი - მხიარულების, მოულოდნელი შეხვედრებისა და სასიამოვნო სიურპრიზების
დრო.
მანამ , სანამ საათის ისარი თორმეტს ჩამოკრავს, აუცილებელია კარგი განწყობა, სურვილების ჩაფიქრება
და ოჯახის წევრებთან ერთად საშობაო ფილმების ყურება. მათ არჩევაში კი ჩვენ დაგეხმარებით:
სანამ რამეს ჩაიფიქრებთ, კარგად დაფიქრდით, რათა კევინის მსგავსად, მოულოდნელად არ აგისრულდეთ.
ფილმი პატარა ბიჭუნას შესახებ, რომელმაც უამრავი დედმამიშვილის გადამკიდემ სახლში სრულიად მარტო
დარჩენა ისურვა, ერთ დილასაც აღმოაჩენს, რომ საშობაო სურვილი აუსრულდა. სიუჟეტი მრავალფეროვნებას
მას შემდეგ იჩენს, რაც მაკალისტერების სახლს ორი ჭკუამხიარული მძარცველი დაადგამს.
სტოუნების ოჯახი
როდესაც საყვარელი შვილი ევერეტ სტოუნი სახლში საცოლეს მერედიტს მოიყვანს, ექსცენტრიული ოჯახი
გადაწყვეტს ახალგარზრდებს განუცხადოს თავისი უარყოფითი აზრი მომავალი მოსალოდნელი მოვლენების
შესახებ. ევერეტი და მერედიტი მიმართავენ ევერეტის დას ჯულის, თუმცა ეს მხოლოდ გაართულებს სიტუაციას.
სიტუაციას არანაირად არ გააადვილებს ყრუ ძმა–გეი ტედიც, იმის მიუხედავადაც, რომ მხოლოდ ის, ევერეტის
გარდა, არ განიცდის მერედიტის მიმართ ზიზღის გრძნობას.
გრძნობა სახელად სიყვარული ყველას მართვას ახერხებს.თვით პრემიერ მინისტრისაც,რომელსაც თავისი
აპარატის თანამშრომელი შეუყვარდება...ფილმი მათთვის, ვინც ახალ წელს ნამდვილ სიყვარულს ელოდება.
ფილმის მთავარ გმირს ახალი წლის მშვენიერ დღეს ხმლიანი რაინფი ეწვევა.
მას შემდეგ, რაც ჯადოქარი შუა საუკუნეების რაინდს სერ კოოლს სადღესასწაულო სეზონის დროს ოჰაიოს აწმყოში
ამოაყოფინებს თავს, იგი უმეგობრდება ჭკვიან და კეთილშობილ ბრუკს, სიყვარულში გულნატკენ მეცნიერს,
რომელიც ეხმარება მას თანამედროვე სამყაროს ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავებაში და ასევე მთავარი
მიზნის მიღწევაში - იპოვოს შინ დასაბრუნებელი გზა. თუმცა დრო გადის და ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან, რაც
დააფიქრებს სერ კოოლს იმის თაობაზე სურს თუ არა უკან დაბრუნება.
და ბოლოს, ფილმი არსებაზე, სახელად გრინჩი, რომელმაც შობა ერთ ღამეში მოიპარა და ყველაზე მაღალ
მთაზე , თავის სახლში , დიდი ხურჯინით წაიღო. ის მალევე მიხვდება, რომ შობა არა გაბანტული საჩუქრები და
მორთული ნაძვის ხეა, არამედ განწყობა და დიდი სიყვარული, სიყვარული, რომელსაც მალე, ერთი შეხედვით
გულცივი გრინჩიც, ეზიარება.
მარიამ ნებიერიძე