"ფეისბუქში ხელისუფლების საწინააღმდეგო ბევრი დეზინფორმაცია" - არჩილ თალაკვაძე

Image

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელებში არაავთენტური ანგარიშებისა და გვერდების წაშლას ეხმაურება.

 

 

„არ ვფიქრობ, რომ ეს არის სკანდალი, რეალურად „ფეისბუქის“ რეგულაციების და წესების ნაწილია, რომ „ფეისბუქი“ პერმანენტულ რეჟიმში მუშაობს ტროლების წინააღმდეგ, აუქმებს მას ამერიკაშიც, ევროპაშიც და მათ შორის საქართველოშიც… მთავარი ტროლები ჯერ კიდევ რჩებიან ჩვენს ქვეყანაში – ადამიანებს კლავდნენ და ახლა თითქოს ადამიანის უფლებები აინტერესებთ; ბიზნესს ატერორებდნენ და ახლა ბიზნესის დაცვაზე საუბრობენ; მედიას აკონტროლებდნენ და ტელევიზიებზე რეიდებს ატარებდნენ – ახლა თავისუფალ მედიაზე გვიკითხავენ მორალს; ეროვნული და პროდასავლური ღირებულებები ფეხით გათელეს და ახლა პროდასავლელებად მოაქვთ თავი. ახლაც ვნახეთ ამაზე სპეკულაციები. ერთ-ერთი ჩვენი ოპონენტი ამბობდა დღეს, რომ „ფეისბუქმა“ ამხილა თითქოს ხელისუფლება ანტიდასავლური კამპანიისთვის. ეს არის სიცრუე, არაფერი ასეთი „ფეისბუქის“ ოფიციალურ განცხადებაში არ წერია. ეს ღონისძიებები გატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და სხვა ქვეყნებშიც იმავდროულად.“ფეისბუქი” არის ღია სივრცე და ყველამ კარგად იცის, რომ ფეისბუქში არის არა მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერი, არამედ უფრო ხელისუფლების საწინააღმდეგო ბევრი დეზინფორმაცია. არიან სავარაუდოდ ჩვენი მხარდამჭერებიც, ვინც აქტიურობენ, არიან ადამიანები და ორგანიზებული ქსელები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ ეწევიან დეზინფორმაციას. ეს იცის საქართველოში „ფეისბუქის“ ყველა მომხმარებელმა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ყალბი გვერდების გარეშეც, საკმარისი მხარდამჭერები ჰყავთ და სწორედ ეს განაპირობებს არჩევნებში მათ გამარჯვებას.

„დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მეტიც უღირთ, როგორმე ხელისუფლება გააშავონ, მაგრამ არ გამოუვათ. არჩევნებში მოქალაქეები მონაწილეობენ და არა ტროლები. „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა საქართველოს მილიონ მოქალაქეზე მეტმა. ძალიან ბევრი მოქალაქე რამდენიმე დღის წინ, ევროპასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე იყო გამოსული თბილისის მთავარ მოედანზე ქართულ ოცნებასთან ერთად. ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის რესურსიც. ეს ადამიანები და ეს მხარდაჭერა, რაც არჩევნებზე ფიქსირდება, ხალხი ვინც მხარს გვიჭერს დედაქალაქში და რეგიონებში – ვირტუალური არ არის. ხელისუფლებას ხალხი ირჩევს და არა ტროლები. ხალხს აქვს რეალური ინფორმაცია, რომელიც იღებს სხვადასხვა წყაროსგან და ათასჯერ ამოწმებს ყოველდღიურ ცხოვრებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !