-
2014-02-28 23:24
ყირიმში, საკის რაიონის ნოვოფედოროვკის დასახლებაში მდებარე სამხედრო აეროდრომის აღება 50-დე ადამიანმა სცადა, ღამის განმავლობაში კი ყირიმის თათარი ხალხის ტელეარხ ATR-ს შტურმი იგეგმება, -
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობა „კრიმი“ უკვე აიღეს და მაუწყებლობაც გამორთეს - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. განცხადებები ყირიმის თათარი ხალხის რეგიონალური მეჯლისის წარმომადგენელმა ისკანდერ ბილიალოვმაც გააკეთა.
„როცა მათ აეროდრომის ტერიტორიაზე შესვლა გადაწყვიტეს, დაცვამ არ შეუშვა და იქვე, ახლოს მდებარე სასტუმრო „აისტში“ დაბინავდნენ. თავად ვხედავდით, როგორ შედიოდნენ ისინი ავტომატებით შენობაში“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება ტელეარხ ATR-ს, მათი ხელმძღვანელობის განცხადებით, ის ერთადერთი ტელევიზიაა ნახევარკუნძულზე, რომელიც რეალურად ასახავს ვითარებას, ამიტომ ისინი ღამის განმავლობაში შტურმს ელოდებიან.
„მათ უნდათ, ჩვენ სმენა და მხედველობა დაგვიხშონ“, - განაცხადეს ტვ-ს ხელმძღვანელებმა.