"ეს ქვეყანა ასაშენებელია და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ" - გიორგი ვაშაძე

Image

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილსა და მის მთავრობას პოლიტიკურ დასასრულს უწინასწარმეტყველებს.

 

მისი თქმით, ივანიშვილს თაღლითობასა და ტყუილებს ქართველ ხალხთან ერთად მსოფლიო საზოგადოებაც არ აპატიებს.

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება და ეს იქნება მისი საზღაური თავის დანაშაულებზე. იმ დიდ თაღლითობასა და ტყუილს, რაც ივანიშვილისგან მივიღეთ, არა მარტო ქართველი ხალხი, არამედ მსოფლიო საზოგადოებაც არ აპატიებს. ტყუილად კი არ იბეჭდება ეს საერთაშორისოდ. ასეთი პრეცენდენტი არ არსებობს, ასეთი მოტყუება საკუთარი მოსახლეობის არავის ახსოვს. ახლა დგანან და გაიძახიან, რომ არაფერ შუაში არიან და ყველაფერს ერთეულ დეპუტატებს აბრალებენ. ვინ ეკითხება შიოლაშვილს ან რომელიმე მანდ მყოფს, რა როგორ წარიმართება? - ამ ყველაფრის სათავეში ოლიგარქი ივანიშვილი დგას, რომელიც თავის მარიონეტებს ატრიალებს, როგორც სურს ისე. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის თავისუფლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამაში ჩართულები არიან ემიგრანტებიც, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან გამოხატავენ პროტესტს.  ბოქლომების პროტესტმა თავისი სიმბოლურობა შეიძინა, რადგან „ქართული ოცნების“ სახეს გამოხატავს ნათლად. მათ სახელმწიფო ინსტიტუტები დიდი ხანია უკვე დაბოქლომებული აქვთ და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე არ ფიქრობენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერ აგვიყოლებენ აგრესიაში და განვაგრძობთ მშვიდობიან, არაძალადობრივ აქციებს. ეს ქვეყანა ასაშენებელია და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“ - განაცხადა ვაშაძემ

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !