თბილისის მერიამ დედაქალაქში საახალწლო განათებების დამონტაჟება დაიწყო.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, გია გულუას ქუჩასა და ვარაზისხევში მოძრაობა საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით ვახტან გორგასლის ქუჩასა და პეტრე ბაგრატიონის მოედანზეც იქნება შეფერხება, რომელიც საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე გასტანს.