- 
	2019-11-08 13:05	
 
		
	
 
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებია.
 
 
2019 წლის 21 ნოემბრიდან ნებისმიერი სახით დაუფასოებელი თამბაქოს ნაწარმის წარმოება და მიწოდება იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„თამბაქოს ნაწარმის  თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და  თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იქნეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. „ - ნათქვამია საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებაში.
დაუფასოებელი თამბაქოს ნაწარმის მიწოდება ჯარიმდება 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარს მიაღწევს.
21 ნოემბრიდან აქციზური მარკირების გარეშე ასევე აიკრძალება ელექტრო სიგარეტისთვის საჭირო სითხეების რეალიზაციაც.