კალიფორნიაში ცეცხლის ჩაქრობა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.
გამოწვეული კვამლის დანახვა კოსმოსიდანაც შესაძლებელია.
ცეცხლის კერები ლოს ანჯელესის მახლობლად მდებარე ფეშენებელურ ბრენტვუდშიც გაჩნდა და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
შეგახსენებთ, რომ სან ფრანცისკოს მახლობლად ხანძარი ოთხშაბათს გაჩნდა და დაახლოებით 50 000 ჰექტარი მიწა უკვე გადამწვარია. სონომაში, სადაც ძირითადი ცეცხლის კერაა სახლების გარეშე 180 000 ადამიანი დარჩა.