სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე რამდენიმე დღეა მცხეთაში იმყოფება.
მისი პირადი ექიმის ინფორმაციით ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ჯერ კიდევ მიმდინარეობს განხილვა საპატრიარქოში დატრიალებულ სკანდალებთან დაკავშირებით და კვლავ ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი.
პატრიარქის აპარატის წევრებმა სტრესული სიტუაციისგან ილია მეორეს გარიდება სცადეს და სწორედ ეს გახდა მისი მცხეთაში გადაყვანის მიზეზი.