
თბილისის საქალაქო სასამართლომ “რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანია “რუსთავი 2“ -ის 60 %-ს ყადაღა დაადო.
ამის შესახებ ინფორმაციას აქიმიძისა და დვალის ადვოკატი კახა კოჟორიძე ადასტურებს. ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანეს.