გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გამვლელმა 15 წლის მოზარდი დაჭრა. უცნობია, თუ რა გახდა დანაშაულის მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.