-
2014-02-28 11:33
საქართველოს ექ-თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი „ნიუსპრესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ ექს- ან -პროვანსის სასამართლოს ეჭვები არ გაუჩნდებოდა, საქმე რომ მყარი ყოფილიყო.
დავით კეზერაშვილი, რომლის ექსტარდიციაზე საფრანგეთის სასამართლომ უარი თქვა, აცხადებს, რომ ე.წ. სპირტის საქმე შეთითხნილი იყო და არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ თავად მონაწილეობდა მასში, ბრალდების მხარეს არ ჰქონდა:
„ცნობილია, რომ საქართველოში ჩემს ექსტრადიციაზე, მოსამართლეს უარის თქმის რეკომენდაცია ფრანგმა პროკურორმა მისცა. პროკურორმა, რომელიც როგორც წესი, სასამართლოში, ექსტრადიციის მთხოვნელ მხარეს, ანუ სახელმწიფოს წარმოადგენს. ასეთი რამ ძალიან იშვიათია სასამართლო პრაქტიკაში.
არ არსებობს არცერთი არსებითი მტკიცებულება, რომელიც ჩემს ინტერესს ან მონაწილეობას დაადასტურებდა ამ საქმეში. საქართველოს პროკურატურა შეეცადა დაემალა იმ მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ჩემს უდანაშაულობას ამტკიცებენ. ასევე ადგილი აქვს შერჩევით სამართალს. საქმის გაუმართაობაზე 23 იანვრის სასამართლოზე თავად პროკურორმა ისაუბრა“, - ამბობს დავით კეზერაშვილი „ნიუსპრესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.