შეშფოთებული ვართ უკანონო გამყოფი კონსტრუქციებით - ჯეიმს აპატურაი

Image

ჯეიმს აპატურაი თბილისში შეხვედრებს მართავს.  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში უკვე შევხდა პარლამეტი თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.  საუბარი შეეხო ნატოში ინტეგრაციას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. აპატურაის განცხადებით, ნატო შეშფოთებულია კონფლიქტის ზონებთან უკანონო გამყოფი კონსტრუქციების გადმოწევით. „ნატო-ს იგივე პოზიცა აქვს რაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ შეშფოთებული ვართ უკანონო გამყოფი კონსტრუქციებით, რაც არსებული შეთანხმების დარღვევაა და ხელს უშლის მოსახლებას გადაადგილებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ნეგატიურად ვაფასებთ”, -განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. 

 

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი თბილისში დილით ჩამოფრინიდა. როგორც აპატურაიმ თბილისის საერთშორისო აეროპორტში განაცხადა, საქართველოში ორი მიზეზის გამო იმყოფება.

 

 

" საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც ყოველთვის აქვს ნატო-ს ძალიან მაღალი მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მთავრობაა ხელისუფლებაში.ასე რომ, კარგი შესაძლებლობაა ვისაუბრო ალიანსზე. მეორე მიზეზი, რის გამოც აქ ვარ, არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მომზადება, რომელიც დაახლოებით 3 კვირაში შედგება", - განაცხადა აპატურაიმ.

 

 

მისი თქმით, ამ ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება ყველას, ვინც ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან გამართავს შეხვედრას. ესენია: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

 

 

"ერთ-ერთი უმთავრესი, რასაც აქ ყოფნის პერიოდში გავაკეთებ, არის ის, რომ მადლობა გადავუხდი ქართველ ხალხს ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის. ეს რთული პერიოდია, ახლახან დაიღუპა სამი ჯარისაკაცი და ბევრი დაშავდა. მე კიდევ ერთხელ, ნატო-ს სახელით მწუხარებას გამოვხატავ", - განაცხადა აპატურაიმ.

 

 

რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !