მარტვილში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიხსნა.
ფესტივალში საქართველოს, ტაილანდის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უკრაინის და ბელორუსიის ფოლკლორული
ანსამბლები და ჯგუფები მონაწილეობენ.
სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ანსამბლის წევრებმა მაყურებელს ქვეყნის ფოლკლორული ნომრები წარუდგინეს.
ფესტივალის საზეიმო დახურვა 25 ივლისს, მარტვილში შედგება.