-
2019-07-21 10:25
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას თქმით, არსებული რესურსებით ტელევიზიის
თანამრომლებისთვის ხელფასის მიცემა რთული იქნება,თუმცა ის ამბობს, რომ დაიწყებენ მუშაობას, იმისა
თვის, რომ ტელევიზის თანამშრომლებმა ანაზღაურება მიიღონ.
„მე არ ვისაუბრებ ახლა რიცხვებზე და რაოდენობაზე. თუმცა, ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის,
რომ ადამიანებმა ხელფასები მიიღონ. არსებული რესურსებით ალბათ, რთული იქნება ამის გაკეთება, მაგრამ
კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეიდან, ხვალიდან ვმუშაობთ ამ თემებზე, რომ ეს არ მოხდეს“, – განაცხადა სალიამ.
პაატა სალიას განცხადებით, ტელევიზიაში საკადრო ცვლილებები არ იქნება, მისივე თქმით, არც შემცირებებია
დაგეგმილი.