საბერძნეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრაზე ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მიწისძვრის სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა, კერა 12 კილომეტრის სიღრმეზე, ეპიცენტრი კი ათენიდან 23 კილომეტრში მდებარეობდა.
მსხვერპლის და შესაძლო ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.