ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა. საქმე განსახილველად უკრაინის პროკურატურას გადაეცა.
საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv.ge ავრცელებს
„ვინაიდან მტკიცებულებების უმეტესობა ინახება უკრაინაში, ბრალდებამ გამოძიების მიმდინარეობისას ორჯერ მიმართა უკრაინას მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით, თუმცა ამ ეტაპისთვის ეს მტკიცებულებები ქართულ მხარეს არ მიუღია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქმე გადაიგზავნოს უკრაინის პროკურატურაში. მტკიცებულებები, მოწმეების ჩვენებების ბაზა, წერილობითი მტკიცებულებები არის უკრაინაში და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ გადავაგზავნოთ. აქ არაა საუბარი ექსტრადირებაზე. ვინაიდან გუშინ გამოვიტანეთ დადგენილება საქმის გადაგზავნის შესახებ, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ქართული მხარის წარმოებაში ეს საქმე არ არის და ამიტომ საქართველოში მის მიმართ ვერანაირი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული ვერ იქნებოდა“, - აცხადებს საქმის პროკურორი მარიამ გოგორელიანი.
2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში უკრაინის მოქალაქე ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა.
ის ამბობდა, რომ ათივე მისი შვილია, თუმცა ათიდან 4 ბავშვი 2017 წელსაა დაბადებული. ერთ-ერთი ბავშვი კი ამბობდა, რომ თანმხლები ქალი მისი დედა არ არის.