ქართული ოცნება დღეს, პირველ ივლისს "პროპორციული არჩევნები 2020"-ის პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.
"როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
საკონსტიტუციო ინიციატივა - "პროპორციული არჩევნები 2020"-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება.
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს".
პრეზენტაცია 1-ლ ივლისს, 14:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" შედგება.