პარლამენტთან შეკრებილების ნაწილი ითხოვს, რომ დემონსტრანტებს პოლიტიკოსებმა მიმართონ. მეორე
ნაწილი ამას ეწინააღმდეგება. ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკოსები აქციის მთავარ ლოზუნგს არ პასუხობენ.
მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
პოლიციამ ტერიტორიიდან ინციდენტის რამდენიმე მოქალაქე გაიყვანა.
აქციის მონაწილეებმა კორიდორი გააკეთეს და პოლიტიკოსებს ადგილის დატოვებისკენ მოუწოდეს.