ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, რამზან კადიროვი, ყირიმში ჩასვლას აპირებს, რათა თანადგომა გამოუცხადოს ყირიმის პრორუსულ დემონსტრანტებს-ამის შესახებ კადიროვმა ტვიტერზე დაწერა.
ყირიმში ჩასვლას კადიროვი რუს ნაციონალისტ, ბლოგერ ეგორ პროსვირნინისთან ერთად გეგმავს. „პროსვირნინთან ერთად ყირიმში „მეგობრობის მატარებელით“ გავემგზავრებით რუსების დასაცავად“-წერს ტვიტერზე კადიროვი.