"სუკის" ყოფილი ოფიცრები და რუსეთის სპეცსამსახურების ერთგული თანამშრომლები საქართველოში დაბრუნდნენ - ამერიკელი მკვლევარების მწვავე ანგარიში

Image

საგანგაშო ფაქტები, რომელიც ამერიკული ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში მოხვდა - ფონდ "თავისუფალი რუსეთის" ანგარიში, რუსული სცენარების შესაძლო განვითარებას და იმ სავარაუდო გეგმებს ასახავს, რომელიც კრემლმა შესაძლოა სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენოს.

 

 

თუმცა, ორგანიზაცია პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს გეგმა საქართველოში უკვე მოქმედებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საბჭოთა "სუკის" ბევრი ყოფილი ოფიცერი და რუსეთის სპეცსამსახურების ერთგული თანამშრომლები, საქართველოში სამუშაოდ დაბრუნდნენ."

"თავისუფალი რუსეთი" ასევე მიუთითებს, ქურდული სამყაროს გააქტიურებაზე, ნაციონალიზმის გაღვივებასა და რუსეთისთვის სანდო ადამინების გაძლიერებაზე სამთავრობო სტრუქტურებში, რომელსაც სწორედ მოსკოვიდან მფარველობენ.

 

„რუსეთის მიერ "თავისიანი" პოლიტიკოსების საჯარო მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინაში, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე, კიდევ ერთი ნეგატიური ფაქტორია. ეს უბიძგებს რუსეთს, ამ ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ზეწოლის სხვა მექანიზმები გამოიყენოს გავლენებითსპეცსამსახურების მეშვეობით. რუსეთის მიმართ ერთგული პირები კვლავ დასაქმებული არიან უკრაინის სპეცსამსახურებში. მაშინ, როდესაც საქართველოში, საბჭოთა "სუკის" ბევრი ყოფილი ოფიცერი და რუსეთის სპცსამსახურების ერთგული ოფიცრები სამუშაოდ დაბრუნდნენ, პარტია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,”-ნათქვამია ანგარიშში.

ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკანასკნელი წლების განმავლობაში არც ერთი რუსი აგენტი და ოფიცერი არ დაუკავებია. მაშინ, როდესაც რუსეთის აგენტების გაძევება იმ სახელმწიფოებიდან, რომლეთა მიმართაც რუსეთი მტრულად არის განწყობილი, მუდმივად ხდება. იმავე სკრიპალის საქმის შემდეგ რუსი აგენტები გააძევეს როგორც შეერთებული შტატებმა, ასევე კანადამ და ევროპის ქვეყნებმა.

 

“საქართველოსთან დაკავშირებით შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს: "სუკის" რამდენი ყოფილი ოფიცერი დააპატიმრეს? ბოლო 3-4 წელიწადში რამდენი რუსის დეპორტირება მოხდა საქართველოდან? რამდენი მათგანი დააპატიმრეს? არც ერთი. ასე, რომ შეკითხვა ის არის, რატომ არ აკეთებს მეტს საქართველოს მთავრობა რუსეთის გავლენაზე მეთვალყურეობისთვის, მასთან საბრძოლველად და შესაკავებლად? ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს შიგნით რუსული გავლენის გაძლიერებაა. უფრო მეტია ზედაპირის ქვემოთ, რასაც ნამდვილი ვერ ვხედავთ. საქმე ის არის, რამდენად ეფექტურია საქართველოს ამ ტიპის გავლენის შეკავებასა და შეჩერებაში?”-აცხადებს გლენ ჰოვარდი.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე თომას მელია ფონდ "თავისუფალი რუსეთის" დირექტორთა საბჭოშია. ასევე საბჭოში არიან სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ ქრეიმერი, ელჩი იან კელი, ცნობილი დიპლომატები, უფლებადამცველები და ექსპერტები. მელია განმარტავს, რომ გავლენებისთვის რუსეთი ყველა გზას იყენებს.

ანგარიშში რუსეთის სამომავლო საფრთხეების შესახებ საუბარია ბორდერიზაციასთან დაკავშირებული პროვოკაციების გაგრძელებაზე. სავარაუდოდ მიიჩნევა პასპორტების დარიგება ოკუპირებულ რეგიონებში, ეკონომიკური ზეწოლა. არჩევნებზე ზემოქმედება, გავლენის გაძლიერება კრიმინალთა და კრემლის მედიის გამოყენებით.

„რუსეთი პროპაგანდული მედიით გავლენას ახდენს შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, ასევე, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში. მაგალითად, საქართველოში, რუსეთიდან დაფინანსებული "სპუტნიკის" ვებ გვერდს არანაკლები ვიზიტორი ჰყავს, ვიდრე სხვა ყველაზე პოპულარულ ქართულ პროექტებს,“-ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი სააკაშვილს და პუტინს შორის რამდენიმეწლიანი დაპირისპირების შედეგი იყო, რაც საქართველოს პროდასავლურმა კურსმა განაპირობა. დაპირისპირების მიზეზად დასახელებულია საქართველოში რუსული ბაზების დახურვა და სწრაფვა ნატოში გაწევრიანებისკენ.

წყარო:რუსთავი2

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?