
აღდგომა-დღე, როცა სიკვდილზე გამარჯვებული ქრისტე თავისი აღდგომით კაცობრიობას ახალ სიცოცხლეს ანიჭებს.
ეს უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც ოჯახურ დღესასწაულადაც იქცა.
მოდი, ვნახოთ თუ როგორ შეხვდნენ აღდგომის დღესასწაულს ჩვენთვის საყვარელი მსახიობები და მომღერლები.
"ჩვენი დიდი ოჯახი. აღდგომას გილოცავთ- პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში მომღერალი სალომე ბაკურაძე.
იგი აღდგომის დღესასწაულს ქუთაისში ოჯახთან ერთად შეხვდა.
გიორგი გასვიანმა და მარიტა მელიქიშვილმა აღდგომის დღესასწაული საზოგადოებას შვილის-პატარა გალას ფოტოთი მიულოცეს, სათაურით : "ქრისტე აღდგა! გილლოცავთ...დღეს გალა 4თვის გახდა და პირველად შეხვდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს...
მომღერალი ნინო ჩხეიძე აღდგომის დღესასწაულს შვილთან- მარიკოსთან ერთად შეხვდა და საზოგადოებას სოციალურ ქსელ ინსტაგრამიდან აღდგომის დღესასწაულიც მიულოცა : "ქრისტე აღდგა!!!გილოცავთ"