მე ციხის არ მეშინია, მე ციხიდან მუხლებზე დაცემულიც ვიბრძოლებ - მაჩალიკაშვილის პასუხი სუს-ს

Image

მალხაზ მაჩალიკაშვილი მზად არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდეს. მან პოზიცია ცოტა ხნის წინ შეცვალა.

 

 

როგორც მაჩალიკაშვილი განმარტავს, მან არ იცოდა, რომ სუს-ი მის დაკითხვას ტერორისტული აქტის დაგეგმვასთან დაკავშირებით აპირებდა. მაჩალიკაშვილი იმასაც ამბობს, რომ მას შურისძიების სურვილი გასჩენია, თუმცა ამ აზრების განხორციელებაზე არასოდეს უფიქრია, რადგან ის ქვეყნასა და კანონს პატივს სცემს. 

 

„იმათ უნდათ ამოაგდონ  სადმე რაღაცა, რომ მე ან შევისყიდე იარაღი, ან მე მივიტანე იარაღი, ან მქონია რამე კავშირი, ამის შემდეგ შეიძლება დამაბრალონ რაღაც ტერაქტთან დაკავშირებით რამე, იქ ყველა ადამიანი, ვინც ზის თემირლანის სისხლში აქვს ხელი გარეული. საქართველოში მაცხოვრებელმა ადამიანებმა ერთი წუთით წარმოიდგინოს თავი ჩემს ადგილზე.  ამიტომ არ მივდივარ, მაგრამ რომ მცოდნოდა ამ საკითხს ეხება წავიდოდი, ახლა ნებისმიერ დროს წავალ.

 

"ერთი წელი იმაზე მუშაობენ, როგორ გავანადგუროთ ბატონი ვახა, როგორ გამოვამწყვდიოთ ციხეში, მე მომივიდა ეს აზრი, ბევრჯერ მომდის, მაგრამ მე ამას ისევ ვკლავ ჩემში,  იმ ძალას ვნახულობ ჩემში, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის თანადგომას ვგრძნობ. მე ამაზე არ ვარ წამსვლელი. მაგრამ მე ვაინახი, ჩეჩენი ქისტი კაცი ვარ, მე მომიკლეს შვილი სახლში, თვალწინ მომიკლეს შვილი,  ერთადერთი ვაჟი, მეც მაქვს ჩემი ღირსება და კაცობა, ამის მიუხედავად მაინც ვცემ საქართველოს პატივს და მაინც ვაკეთებ, რომ კანონის ფარგლებში დავსაჯო ეს ადამიანი.

"მე ციხის არ მეშინია, მე ციხიდან ვიბრძოლებ, ერთი კვირის წინ ვთქვი, რომ მუხლებზე დაცემული ვიბრძოლებ მეთქი, დამიჭირონ, თუ ვარ დამნაშავე დამიჭირონ აქა ვარ,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?