-
2014-02-25 20:24
ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებასთან დაკავშირებით შსს-ს მოქმედმა და ყოფილმა თანამშრომლებმა მისი მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც „აფხაზეთის ხმა“ უცვლელად გთავაზობთ.
განცხადებაში ნათქვამია:
„ჩვენ, გიორგი ონიანის ყოფილი თანამშრომლები ვაპროტესტებთ მის უკანონო დაკავების ფაქტს, ვაცნობიერებთ რა აღნიშნული ფაქტის პოლიტიკურ შემადგენელს სრულად ვიზიარებთ პასუხისმგებლობას მის უშუალო დაქვემდებარების დროს განხორხციელებულ ყველა საქმესთან დაკავშირებით.
გიორგი ონიანი, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, პატიოსნებით, საქმისადმი თავდადებითა და ერთგულებით, მოქალაქეებთან ურთიერთობაში კი გულისხნიერებით. ის შეუპოვარი იყო კრიმინალთან ბრძოლაში, რადგან სწორედ კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლა იყო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მთავარი დაკვეთა და საქართველოს წარმატების მთავარი წინაპირობა.
სამსახურებრივი დაქვემდებარებაში არსებულ და მასზე თანამდებობრივად ზემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებში გიორგი ონიანი ყოველთვის სარგებლობდა ავტორიტეტით მის მიერ განხორციელებული საქმეებიდან გამომდინარე. თანამშრომლებში ყოველთვის იგრძნობოდა მისი ხელშეწყობა, ამის დასადასტურებლად კმარა თუნდაც დღევანდელი შს მინისტრი, ბატონი ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო სწორედ გიორგი ონიანის რეკომენდაციითა და წარდგინებით იქნა დაწინაურებული.
ბატონი გიორგი ჩვენთვის ყოველთვის იყო პოლიციის სამაგალითო თანამშრომელი მოქალაქე. აღსანიშნავია მისი თავდადება 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს. შეიარაღებული მოქმედებების დაწყების დღიდან გიორგი ონიანი სოფელ ზემო არცევის ტერიტორიაზე იარაღით ხელში იცავდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მომავალს.
ზვიად კუპრავა
ირაკლი ფირცხალავა
გიგა მაქაცარია
ირაკლი ქადაგიძე
ცირა გვაზავა
შოთა შეყილაძე
ზაზა ქობალია
დავით ყოლბაია
ზურაბ სოსელია
კარინა გრიგორიანი
ირაკლი ჩხვირკია
ლექსო ლიპარტია
ბაჩო ახალაია
ზვიად გაგუა
გიორგი სამუშია
ზაზა ქარდავა
ზაზა ჭაია
თენგიზ ჭაია“.