„ყველა პოლიტიკოსი, ვინც 25 თებერვალს კოჯორში მხოლოდ იუნკერთა ღვაწლს აღნიშნავს, უბრალოოდ, ხარკს იხდის“

Image

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს შეახსენებს, რომ დღეს არა იუნკერთა ხსოვნის, არამედ საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

 

„ძვირფასო ჟურნალისტებო,

 

დღეს აღინიშნება არა იუნკერთა ხსოვნის, არამედ საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღე. კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან ადამიანები ადიან იმიტომ რომ 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის არც ერთი სხვა სიმბოლო არ შემოგვრჩა. 

 

იუნკრები - ოფიცერთა სკოლის კურსანტები - სამართლიანად გახდნენ ლეგენდარულნი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ 1921 წელს საქართველომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აწარმოა თავდაცვითი ომი, რომელშც დაახ. ოთხიდან ხუთ ადას ადამიანამდე დაკარგა, რუსეთმა კი შვიდ ათასამდე. ბრძოლები მძვინვარებდა ლოჭინში, სოღანლუღში, კახეთში, სტეფანწმინდაში, ხაშურში, აფხაზეთში, ბათუმშიც. გამოყენებული იყო არტილერია, ტანკები, ჯავშნოსანი მატარებლები და ავიაციაც კი.

 

თბილისი უკვე დაცემული იყო როცა ჩვენმა ჯარებმა, საფრანგეთის ფლოტის საარტილერიო მხარდაჭერით, კონტრშეტევით აიღეს გაგრა. გენერალმა მაზნიაშვილმა წარმატებული კონტრშეტევით სამხ. აღმოსავლეთ მიმართულებაზე ტყვედ აიყვანა 1600 რუსი წითელარმიელი. არაერთ წარმატებას მიაღწია გენერალმა ჯიჯიხიამ ლოჭინის მიმართულებით.

ყველა პოლიტიკოსი (მითუმეტეს თავდაცვის მინისტრი) რომელიც 25 თებერვალს ადის კოჯორში და საუბრობს რომ მხოლოდ იუნკრერთა ღვაწლს აღნიშნავს, იხდის უბრალოდ ხარკს და უნებლიედ ხელს უწყობს კლიშეს რომ ბოლშევიკებს ერთი მუჭა სტუდენტების გარდა წინააღმდეგობას არავინ უწევდა.

 

ხოლო ის პოლიტიკოსები რომლებიც ამბობენ რომ სტალინის სურათი ყველა ოჯახში უნდა ეკიდოს და შემდეგ იუნკრებს მიაგებენ პატივს, თავს როგორ მდგომარეობაში იგდებენ თავად განსაჯეთ. ეგ არაფერი, რამდენიმე წლის წინ ამასაც არ აკეთებდნენ“, - წერს გიორგი კანდელაკი „ფეისბუქში“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !