გოგი თათუხაშვილის ვაჟი გატაცებულია - გენერალი „რუსული კაპიტალით დანიშნულ“ ხელისუფლებას მიმართავს

Image

საქართველოს შინაგანი ჯარის ყოფილი მეთაური, ამჟამად ევროკავშირის დაზღვევით მოსარგებლე გენერალი გოგი თათუხაშვილი, რომელმაც საქართველო 2013 წელს დატოვა, ხელისუფლებას მის შვილზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

 

თათუხაშვილი პრეზიდენტს, მთავრობას, პროკურატურის თანამშრომლებს მიმართავს და მათ „რუსული კაპიტალით დანიშნულებს“ უწოდებს.

 

გოგი თათუხაშვილი წერს:

 

„მიმართვა რუსული კაპიტალით დანიშნულ პრეზიდენტს, მთავრობას, პროკურატურის თანამშრომლებს!
გუშინ, 24 თებერვალს, პროკურატურაში დაკითხვაზე, მოწმის სახით გამოიძახეს ჩემი შვილი, შალვა თათუხაშვილი. დაკითხვა მიმდინარეობდა ყველანაირი პროცედურული ნორმების დარღვევით. ჩემს მიერ გაგზავნილი ადვოკატი არ შეუშვეს.

 

ათსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ღამის 03:30 წთ-ზე, წამლებით გაჟღენთილი, გაბრუებული შალვა რამდენიმე წუთით გამოიყვანეს პროკურატურიდან, გაუშვეს თავიანთი ადვოკატები. შალვას ათქმევინეს იქ მყოფი გულშემატკივრებისათვის, რომ გაათავისუფლეს. რეალურად, იქვე ჩასვეს მანქანაში და სამი ჯიპით გაიტაცეს; ამჟამად გაურკვეველია მისი ადგილსამყოფელი. აწამებენ და წამლების ზემოქმედებით აწერინებენ სასურველ ჩვენებას. 

 

მოვითხოვ, გახდეს ცნობილი მისი ადგილსამყოფელი, შეწყდეს წამება. ჩემი ადვოკატის თანდასწრებით გაუკეთდეს სისხლის ანალიზი და დადგინდეს, რისი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ასევე ჩაუტარდეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. რადგანაც შალვა ფსიქიურადაა ავად. მან მკურნალობის ბოლო კურსი მეზობელ რესპუბლიკაში ჩაიტარა გასული წლის ოქტომბერ- ნოემბერში. (რისი დადგენა არ გაგიჭირდებათ სასაზღვრო- გამშვებ პუნქტზე და კლინიკაში).

 

ფსიქიური ავადმყოფობა შალვას თავის არეში მრავლობითი ტრავმებისაგან აქვს. 2001 წელს თელეთის ტრასაზე მანქანა დაეჯახა, მძღოლმა მომაკვდავი მიატოვა და 7 კილომეტრში ჭაბუკი მოკლა. ექიმებს შალვას სიცოცხლის გადასარჩენად ფეხების ღია მოტეხილობების ოპერაციის შეწყვეტამ მოუწიათ, რადგანაც სასწრაფოდ თავზე და გულზე დასჭირდა ოპერაცია. საქმე აღიძრა პროკურატურაში, რაც დღემდე გაუხსნელია; 

 

2009 წელს, როდესაც შალვას ჯიპმა გადაუარა, მიიღო თავის მძიმე დაზიანება და დაემტვრა ნეკნები. ამასთან დაკავშირებითაც აღიძრა საქმე, რაც დღემდე გაუხსნელია. 
გადავიდეთ მთავარზე. თქვენ კარგად იცით, რომ შალვას ვერ გამოიყენებთ მოწმედ და ვერც ბრალს მიუყენებთ, რადგანაც ის ფსიქიურად ავადმყოფია. ასევე კარგად იცით, რომ ბოლო ექვსი წლის მანძილზე, სანამ მკურნალობდა, არ დადიოდა სამსახურში და ხელფასს ღებულობდა როგორც პენსიას.

 

ძირითადი თქვენი მამოძრავებელი არის რუსეთთან მოვალეობის მოხდა, რისთვისაც თქვენ მზად ხართ 2007 წლის კოდორის ოპერაციის ნებისმიერ მონაწილეს შეუთითხნოთ ბრალდებები. რუსეთთან ხელშეკრულებაში თქვენ აიღეთ ვალდებულება, რომ ,,გააპრავოთ,, მათი ქმედება საქართველოში და გაამტყუნოთ ქართული მხარე. რაც თქვენ ნაწილობრივ უკვე გააკეთეთ. აღიარეთ, რომ რუსეთის ჯარს 2008 წელს არ ჩაუდენია სამხედრო დანაშაული საქართველოში და დამნაშავეებს ეძებთ ქართველ მებრძოლთა შორის. 

 

მეორე პუნქტი თქვენი ხელშეკრულებისა 2007 წლის სექტემბრის ოპერაციის მონაწილეების დასჯაა. სადაც ორი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა და შვიდი ტყვედ წამოიყვანეს. იმ ოპერაციის სამი მონაწილე დაპატიმრებული გყავთ 2013-დან, ექვსმა გაასწრო საქართველოდან, დანარჩენებს ,,ამუშავებთ,,. . . 

 

ჩემი შვილის გატაცებით კი, საქართველოს გასაბჭოების დღე აღნიშნეთ?

 

რაც შემეხება მე:

 

2006 წელს პრინციპულ საკითხებში შეუსაბამობის გამო, გადავდექი თანამდებობიდან და მოვითხოვე პენსიაში გასვლა. ეს საკითხი დღემდე განხილვაშია. 22 ლარიანი ომის ვეტერანობის კომპენსაციაც კი 2012 წელს მომიხსნეს. საქართველოში წლების მანძილზე მესმოდა მუქარა, რომ დაიჭერდნენ ჩემს შვილებს.

 

2013 წლის ბოლოს, რადგანაც ჩემი პრინციპებით არც ,,წითლების,, გუნდში ვითვლებოდი და არც ,,ცისფრების,,, დავტოვე საქართველო, რათა არ ,,გეპოვათ,, ჩემს სახლში, დავუშვათ, წყალქვეშა ნავი, ან შვილებით არ გაგეგრძელებინათ მანიპულირება. ეტყობა, მაინც ვერ ავირიდე...
ამჟამად ვსარგებლობ ევროკავშირის დაზღვევით და ვმკურნალობ ევროპის ერთ- ერთ ქალაქში. როგორც ათასობით ქართველი, ვჭამ უფასო სასადილოში და ქუჩაში დარჩენილი, კეთილმა ადამიანებმა მიმიღეს თავიანთ ოჯახში და დამითმეს ერთი ოთახი.

 

ყველამ ვიცოდით, რომ პუტინი საქართველოს გუბერნიად დაბრუნების შემდეგ, უკრაინას მიუბრუნდებოდა. რასაც უბრალო უკრაინელები დაუპირისპირდნენ. საქართველოშიც მალე მოვა დრო, როდესაც ქართველობა, წინა მთავრობების შეცდომების გათვალისწინებით, შეუდგება დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის შენებას, რაშიც ყველანაირად შევეცდები მივიღო აქტიური მონაწილეობა.

 

თუ ისევ რუსეთს უნდა დავჩოქებოდით, რა საჭირო იყო ამხელა ტრაგედიები და მსხვერპლი?

 

თქვენ კი შეეცადეთ, ხალხს ძალიან არ შეაზიზღოთ თავი, რომ არ გეწიოთ ჩეუშესკუსა და იანუკოვიჩის ბედი. ქართველი ხალხი უკვე სასათბურე პირობებში აღარ დატოვებს მოღალატე ხელისუფალთ“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !