-
2014-02-25 17:22
განიხილება თუ არა თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლო ოთხი თვის ვადაში გადაწყვეტს.
საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც გიგი უგულავას მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო უფლებამოსილება შეუჩერდა.
გიგი უგულავა მისი განაჩენის საკონსტიტუციო სასამარლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
"ეს სარჩელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანს, რომელსაც სამსახურიდან ითხოვენ, უნდა ჰქონდეს უფლება, სასამართლოში საკუთარი თავის დაცვა ეფექტურად განახორციელოს. ჩემი სარჩელი ეხება იმას, რომ სასამართლო არ იყოს გამოყენებული არჩეული პოლიტიკური ოპონენტების დასასჯელად. თუ ჩემი სარჩელი დაკმაყოფილდება სასამართლო დასაქმებული მოქალაქეების წინააღმდეგ სარჩელს თანამდებობიდან დათხოვნასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის გარეშე ღამე და ჩუმად ვერ განიხილავს.
მთავარია ეს ნორმა, პრაქტიკა გაუქმდეს და მზად ვარ, ჩემი ხელით დავწერო განცხადება და გადავდგე. მე არ მიღირს თანამდებობა იმად, რომ თუნდაც ბევრი ჩემი თანამშრომელი საფრთხის და ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს. ეს მავნებლური ნორმა უკვე ამოქმედდა დუშეთსა და ხონში. მიდის ნადირობა არჩეული არასასურველი თანამდებობის პირების მიმართ და ამაში სამწუხაროდ, პროკურატურა სასამართლოს იყენებს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.