
უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის ინიციატივას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უმაღლესი რადას მიერ მიღებული დებულების თანახმად, უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სამართლის იურისდიქციას აღიარებს.
დეპუტატები ითხოვენ, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, ჰააგის ტრიბუნალს უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო და ყოფილი გენერალური პროკურორი ვიქტორ პშონკაც გადასცენ.