
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს.
მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება მეზობლისგან ოლიმპიადის დასრულების შემდეგ გარკვეულ პროვოკაციებს ელის:
"ეს მოსალოდნელი იყო, სამწუხაროდ. ოლიმპიადის კონტექსტში რუსეთი ამას ბუნებრივია, არ გააკეთებდა.
ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს ის უკრაინაში, სხვა ქვეყნებშიც ვნახავთ ჩვენ მის მოქმედებებს, მაგრამ, მადლობა ღმერთს ჩვენი მთავრობის გონივრული ნაბიჯები მას არაფრის საშუალებას არ აძლევს.
საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს, რამდენად აგრესიულია და ფაქტობრივად კონტროლი აქვს დაკარგული რუსეთს. ის ცდილობს შეინარჩუნოს თავისი გეოპოლიტიკური გავლენები. ამიტომ, აშკარად, ევროპა კიდევ უფრო მონდომებულია და მოტივირებულია, რათა მკაფიოდ და ცალსახად განაცხადოს რო მხარს დაუჭერს საქართველოს. აშკარაა, რომ ჩვენმა სწორმა პოლიტიკამ ბორდერიზაციის მეტი არაფერი დაუტოვა რუსეთს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმტკიცე, ჩვენ გვჭირდება მივიდეთ ასოცირების ხელმოწერამდე“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.