
პოლიტოლოგი გია ნოდია აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრასთან დაკავშირებულ განხილვებს ეხმიანება.
გია ნოდია წერს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ნაწილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ობამას ნაბიჯის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები „გულზე სკდებიან“, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ „ყველა საკუთარი თავის მიხედვით მსჯელობს“:
„მე მგონი მარტივია, ყველა საკუთარი თავის მიხედვით მსჯელობს. მიშას მიმართ ამერიკის მხარდაჭერას ხომ პირადად მის მიმართ მხარდაჭერად აღიქვამდნენ და, შესაბამისად, "გულზე სკდებოდნენ". ეს ვიზიტიც ჩათვალეს კონკრეტულად ღარიბაშვილის და "ქართული ოცნების" მხარდაჭერად და ბუნებრივი ჰგონიათ, რომ ახლა ნაციონალები უნდა "გასკდნენ გულზე".
ის, რომ ვაშინგტონში სხვა კატეგორიებით აზროვნებენ და საქართველოს უცხადებენ ან არ უცხადებენ მხარდაჭერას, ეს მათთვის რთული გასაგებია, უმაღლესი მათემატიკაა, რომელიც არ გაუვლიათ“, - წერს გია ნოდია.