
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის, პროფესიით ასტრონომი ინგა ჯაბანაშვილის კუთვნილი იურისტის დიპლომის შესაძლო სიყალბეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ ივანე პეტრიაშვილი წერს, რომელმაც თავის დროზე პროკურორის კომპეტენციაში ეჭვი შეიტანა და მისი დიპლომი გამოაქვეყნა, სადაც პროფესიად ასტრონომია მითითებული.
პეტრიაშვილმა ასევე გამოაქვეყნა ჯაბანაშვილის იურისტის დიპლომი, სადაც მითითებულია, რომ მას სამართალმცოდნის კვალიფიკაცია მას სპორტის აკადემიის დამთავრების შემდეგ მიენიჭა. სწორედ ამ დიპლომის შესაძლო სიყალბის საკითხს იძიებს შსს, რაც პეტრიაშვილისთვის მიწერილ ოფიციალურ წერილში თვითონ უწყებამ დაადასტურა.
ამავე დროს, ივანე პეტრიაშვილი წერს:
„დაწინაურებული“ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობაზე მომუშავე ასტრონომის - ინგა ჯაბანიშვილის 1 წლიანი იურისტის დიპლომის შესაძლო სიყალბის გზით გაცემასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
მადლობა ყველას, ვინც იგრძნო სამოქალაქო პასუხისმგებლობა და არ დახუჭა თვალი, განსაკუთრებული მადლობა საინფორმაციო სააგენტოებს, საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტს“ და „აფხაზეთის ხმას“. პარალელურად, საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურის საჩივრის საფუძველზე იხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლო“.