-
2014-02-25 12:27
იულია ტიმოშენკოს ქალიშვილი ევგენია, რომელმაც არაერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა ევრომაიდნელებსა და მათ დედის წერილიც წაუკითხა, 20 თებერვალს დაბადების დღეს რომის ფეშენებელურ სასტუმროში აღნიშნავდა.
დაბადების დღის აღსანიშნავად ევგენია ტიმოშენკომ რომის პიაცის სიახლოვეს მდებარე „დე რუსე“ შეარჩია. აქ ღამის გათევა, ყველაზე სადა ნომერში 600 ევრო ჯდება. უკრაინული პრესა წერს, რომ ევგენია ტიმოშენკომ საუკეთესო ნომერი აირჩია, რომლის აივანი დელ პოპოლოს პიაცაზე გადის.
ევგენია ტიმოშენკო და მისი მეწყვილე სასტუმროში 18 თებერვალს დარეგისტრირდნენ: კიევში სისხლიანი დარბევის დაწყების დღეს. შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს კიევში უკვე 50 მომიტინგე სნაიპერის მიერ იყო მოკლული. კიევის ევრომაიდანზე ამ დროს ბარიკადების გასამაგრებლად კაცები, ქალები, ბავშვებიც კი ქვიშით სავსე ტომრებს ეზიდებოდნენ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29