ბაჩო ახალაია: გამოძიება რუსი ოლიგარქის ინტერესებსა და ახირებებს ემსახურება

Image

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია მისი ადვოკატის, გოგა ონიანის დაკავების ფაქტს განცხადებით ეხმაურება:

 

„ჩემი მეგობრის და ადვოკატის დაკავება არის მცდელობა შეაფერხონ ჩემი დაცვის უფლების განხორციელება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ გოგას მსგავსი ადამიანების დაკავებით,რომლებიც უზომოდ ერთგულნი არიან საქართველოს, თავისი საქმის და მეგობრების, დარტყმას აყენებენ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო.

 

ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ეს დაკავება მოხდებოდა, მაგრამ გოგამ ზუსტად იცოდა და იცის, რომ სწორედ ასეთ სირთულები არის ჩვენი გამარჯვების საწინადარი.

 

მესმის, რომ უუნარო ხელისუფლებას, რომელსაც პოლიტიკური ბრძოლის თავი არ აქვს, სხვა გზა არ დარჩა გარდა პოლიტიკური ოპონენტების უსაფუძვლო დაკავებისა; მესმის, რომ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ვერ მიმტკიცებენ არარსებულ დანაშაულს და ამის გამო სურთ შური იძიონ ჩემს დამცველებზე, მესმის, რომ უფრთხიან მებრძოლ ადამიანებს და მათ წინააღმდეგ იყენებენ სახელმწიფო ბერკეტებს.

 

უბრალოდ, ერთ რამეს ვერაფრით ვერ ვიგებ - რატომ აქვთ განცდა რომ ასეთი მეთოდებით დაგვაფრთხობენ, შეგვაშინებენ, დაგვაკნინებენ. ჩვენი სწრაფვა ქვეყნის კეთილდღეობისათვის არის ურყევი და თუნდაც ოთხი კედელი ვერ გაანელებს გამარჯვების ჩვენ მტკიცე ნებას საქართველოს სახელით.

 

ვდებ საჯარო პირობას, რომ ყველა ამ და სხვა საქმეების ფალსიფიკატორები აუცილებლად აგებენ კანონის წინაშე პასუხს.

 

ბოლოს მინდა ვთხოვო საზოგადოებას, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, ნუ იხმობენ და იხსენებენ გამოძიებას, როგორც ჭეშმარიტების დამდგენ შესაძლებლობას და ნუ ამყარებენ მასზე იმედებს, რადგან აშკარაა დღეს საქართველოში ყველა საგამოძიებო ორგანო მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებეს, დღეს გამოძიება, ისე როგორც სხვა ბევრი სახელმწიფო ინსტიტუცია, ემსახურება ერთი რუსი ოლიგარქის - ივანიშვილის ახირებებს და ინტერესებს.

 

და ყველაფრის მიუხედავად, გამარჯვება გარდაუვალია. ამისთვის არ უბრძოლია საქართველოს მოქალაქეების თაობებს, რომ კაპრიზულმა აგონიურმა ხელისუფლებამ ქვეყანა მტერს ჩააბაროს და მოუსპოს განვითარების შანსი“, - აცხადებს ახალაია.  

 

გოგა ონიანი გუშინ, საკუთარ სახლში დააკავეს. მას გამოძიება წარსულში ჩადენილ ქმედებაში ედავება. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !