ჟირინოვსკი: რუსეთს აბსოლუტურად სამართლებრივად შეუძლია, უკრაინაში ჯარი გაგზავნოს

Image

რუსეთს საერთაშორისო ნორმების დარღვევის გარეშე, სამართლებრივ საფუძველზე შეუძლია ჯარი გაგზავნოს უკრაინაში, ამისთვის საკმარისია, იანუკოვიჩმა მოგვმართოს თხოვნით, – აცხადებს რუსეთის ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი.

 

ჟირინოვსკიმ ეს განცხადება დღეს დუმაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გააკეთა:

 

„იანუკოვიჩის ადგილას მე მოველაპარაკებოდი უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონების ხელმძღვანელებს, რუსეთს ვთხოვდი უსაფრთხოების დაცვას და გამოვაცხადებდი, რომ მოქმედი და ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ. იანუკოვიჩს თავისუფლად შეუძლია, აღდგენილი იყოს უფლებებში.

 

მართალია, სრულიად უკრაინის პრეზიდენტი ვერ იქნება, მაგრამ ის მაინც შეუძლია, რომ 25 მაისს არჩევნები არ ჩატარდეს. მას თავის გადარჩენა შეუძლია. მას შეუძლია, მიიწვიოს ჩვენი არმია, რადგან უკრაინის არმია დღეს ქმედუუნაროა“, – ამბობს ჟირინოვსკი.

 

ჟირინოვსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რადის სპიკერი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ტურჩინოვი თვითმარქვიაა, იანუკოვიჩი კი ერთადერთი, კანონიერი და მოქმედი პრეზიდენტია:

 

„თუ ჩვენ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს იანუკოვიჩის თხოვნით გავგზავნით იქ, ეს იქნება წმინდა სამართლებრივი ქმედება საერთაშორისო ნორმების მიხედვითაც. ჩვენ გვაქვს უფლება, იქ გავგზავნოთ ჯარი, ჩვენი საზღვაო ფლოტის დაცვის მიზნით.

 

იანუკოვიჩი კანონიერი პრეზიდენტია და აქვს უფლება, რუსეთთან გააფორმოს შეთანხმება სამხედრო მხარდაჭერის შესახებ“, – თქვა ჟირინოვსკიმ. მისივე თქმით, პარტია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში მოხალისეთა რაზმები გაგზავნოს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !