ოკუპირებული გალის რაიონში სირიელ რეპატრიანტთა ჩასახლება იგეგმება, – ამის შესახებ აფხაზურ მედიას აფხაზეთის ე.წ. რეპატრიანტთა საქმეების მინისტრმა ბესლან დბარმა განუცხადა.
ბესლან დბარი გალის რაიონში იმყოფებოდა, სადაც გალის რაიონის ე.წ. გამგებელს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გალის რაიონში სირიელ რეპატრიანტთა ჩასახლებას.