სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებას ნატო, ევროკავშირი და ვაშინგტონი გამოეხმაურა

Image

სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას ვაშინგტონი, ნატო და ევროკავშირი გამოეხმაურა. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტშიც გაკეთდა.

 

 

„სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ფაქტი, ჩვენთვის სრული მოულოდნელობა არ ყოფილა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბაშარ ალ ასადის რეჟიმს რუსეთის რეჟიმი უჭერს მხარს. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, მისი დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებას კი ჩვენ არაგონივრული რჩევის შედეგს ვუწოდებთ და მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან ან ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციასთან,“- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა, ჰიზერ ნოიერტმა.

სირიის გადაწყვეტილებას გამოხმაურება მოჰყვა ევროკავშირსა და ნატოში. ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სირია საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის განცხადების მიხედვით, სირიის გადაწყვეტილება ფართო საერთაშორისო აღიარებაზე ზეგავლენას ევრ იქონიებს.

დღესვე პირველი განცხადება გააკეთა საქართველოს პირველმა დიპლომატმა. საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდება.

წყარო: რუსთავი2

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !