ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის, შენახვისა და ტარებისთვის სასჯელი მკაცრდება

Image

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის, შენახვისა და ტარებისთვის სასჯელი მკაცრდება. ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში შედის.

 

 

პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წარადგენს.

ინიციატივის მიხედვით, დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის ვადები იზრდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დღესვე კიდევ ერთ ინიციატივაზე ისაუბრებს, რაც სასჯელის გამკაცრებას ამჯერად დანაშაულის დაფარვაზე გულისხმობს.

„შს სამინისტრომ წარმოადგინა ძალიან კარგი არგუმენტები, შესაბამისად ამ საკითხს ჩვენ მხარს ვუჭერთ, ასევე არის არგუმენტები სერიოზული დანაშაულის დაფარვის გამკაცრებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც შევა ეს ცვლილებები და ამ ეტაპისთვის საჭიროა ამ ცვლილებების განხორციელება, რა შედეგს მივიღებთ 6 თვის თავზე, რომ გვითხრას შს სამინისტრომ,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცვლილებებს აკრიტიკებენ ოპოზიციაში. „ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში კრიმინალთან დაკავშირებულ პრობლემებს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

„ვერავინ ვერ იქნება მაინც და მაინც აღფრთოვანებული წარმოდგენილი ცვლილებებით, ვინაიდან ბევრი მათგანი გულისხმობს გარკვეული სანქციების ზრდას, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ შს სამინისტრო წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემა კრიმინალთან,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?