
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ოკუპირებული რეგიონის ინფორმაციით, სირიამ და „სამხრეთ ოსეთმა“ დიპლომატიური კავშირების დამყარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
დიპლომატიური თანამშრომლობის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი რაულ ხაჯიმბაც გამოეხმაურა.