
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სანკტ-პეტერბურგის მასტერსზე 3 ოქრო მოიპოვა.
რუსეთში გამართულ წლის პრესტიჟულ დასკვნით ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ხუთი მედალი მოიპოვეს, აქედან 3 ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
ოქროს მედლები გურამ თუშიშვილმა, ბექა ღვინიაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.
გუშინ კი ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლი, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო.
საერთო გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა, პირველი ადგილი დაიკავა.