”სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოებობა მიტროპოლიტიკი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი”, - ნათქვამია ილია მეორეს ბრძანებაში.
ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს.
წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
მსახურების ბოლოს უწმინდესი მრევლს გიორგობას მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.
დღესვე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 51-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. ნათლობა სამების ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება