
ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსის განცხადებით, ახალგაზრდა ქალი დაახლოებით 5 საათის გარდაცვლილია.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.