"ეს არის რეფორმა, რომელიც მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს"-პრემიერი

Image

მთავრობის სხდომაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებულ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე მსჯელობენ. მინისტრთა კაბინეტი ახალი შემადგენლობით დღეს პირველად შეიკრიბა.

 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალ მინისტრებს წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.


"მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების წამოწყების მნიშვნელობას, რომელიც უკვე დავაანონსეთ. დეტალებზე აღარ შევჩერდები - ეს არის რეფორმა, რომელიც მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებას მართვის ხარისხში და შედეგების მიღწევის თვალსაზრისითაც, ჩვენ ყველანი ამას დავინახავთ.


მინდა, მივულოცო მიხეილ ჩხენკელს და მამუკა ბახტაძეს ჩვენი გუნდის წევრობა. თუმცა, მამუკა ამ დარბაზში ბევრჯერ ყოფილა და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განგვიხილავს, მიხეილი პირველად არის ჩვენთან ერთად მთავრობის სხდომაზე. მინდა, წარმატება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებით გაართმევთ თავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს, რომლებიც თქვენს უწყებებში არსებობს.

 


ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მღებრიშვილსა და სანდრო ჯეჯელავას და მათ წარმატება ვუსურვო. ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლის საკანონმდებლო უზრუნველყოფის პაკეტიც დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?