
ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის განმარტებით, როდესაც საუბრობს ლარის კურსზე, იგულისხმება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი არა ერთ ვალუტასთან დაკავშირებით, არამედ სხვადასხვა ვალუტების საშუალო შეწონილი.
„თუ ჩვენ დავინახავთ, რომ კურსის ეს მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ინფლაციას და ჩვენ ამაზე მოვახდენთ რეაგირებას, მათ შორის, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.