გაძლიერებული გამავლობა, განახლებული დიზაინი და სრული კომფორტი სალონში - Toyota Land Cruiser Prado ახალ მწვერვალებს იპყრობს

Image

კომპანია „ტოიოტა“-მ სწორად გათვალა, როცა ახალი ლენდ კრუიზერის არამარტო პრეზენტაციაზე, არამედ ტესტ-დრაივზეც თავდაპირველად ჟურნალისტები მიიწვია, თანაც, არამხოლოდ ავტომოყვარულთა მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

 

ჟურნალისტების უმრავლესობა გამოცდილი მძღოლია, მაგრამ მათგან თითქმის არავის ჰყავს არც წინა მოდელი და არც, მით უმეტეს, ახალი „პრადო“.

 

ამიტომ გულთბილი მასპინძლობა და „შატო მუხრანის“ ვენახებს შორის ორი ახალი მოდელის დატესტვა სწორედ ის მოვლენა უნდა ყოფილიყო, რაზეც ჟურნალისტები არამარტო ხალისით დაწერდნენ, არამედ გულწრფელად ილაპარაკებდნენ კიდეც. და ასეც მოხდა.

 

იმით დავიწყოთ, რომ ასე კარგად ორგანიზებული პრეზენტაცია, სადაც სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთსაა შერწყმული, ქართულ რეალობაში საკმაოდ იშვიათია, უცხოური ბრენდების მხრიდანაც კი.

 

„ტოიოტას“ ივენთის ორგანიზატორებს არაფერი გამორჩენიათ: შოუს ელემენტები ცეცხლოვანი შოუსა და აკრობატების თანხლებით, იაპონური ელემენტის დიდებულად ჩართვა, ვერსალის მებაღის მიერ გაშენებულ მუხრანის სასახლის ბაღში იაპონური ცეკვის დადგმით ირაკლი ბიგვავასგან, მაყალზე აშიშხინებული მწვადები და იქვე, სახელდახელო თონეში გამომცხვარი შოთები, რომლებიც, სხვათა შორის, ჟურნალისტებმაც ჩააკრეს, შესანიშნავი ბენდი Yellow, რომელიც წვეულების მონაწილეთა განწყობაზე მთელი საღამოს განმავლობაში ზრუნავდა, სამახსოვრო საჩუქრები - ყველაფერი ეს განსხვავებულ სივრცეში, საოცარი შეგრძნებით დამუხტულ სუფთა ჰაერზე, სამეფო მარნებს შორის, ინდივიდუალური ფოტოსესიის შესაძლებლობით...

 

რაც შეეხება ახალ მოდელს: Land Cruiser-ის ოჯახმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უპირობო ლიდერია. Toyota-ს ინჟინრებმა უფრო დახვეწილი ახალი ინტერიერი შექმნეს, ხოლო გარეგნულად, წინამორბედისგან განსხვავებით ოდნავ უფრო მკვეთრმა კონტურებმა და გამავლობის უნარის გაზრდამ ახალი მოდელი თითქოს უფრო მოქნილ, ამავდროულად მშვენიერ მტაცებელ ცხოველს დაამსგავსა, რომლისთვისაც დაბრკოლება არ არსებობს...

 

სალონში, ცენტრალურ კონსოლზე ყველა ელექტრონული ასისტენტი ისე მოხერხებულადაა განთავსებული, რომ მათი სიმრავლეც კი არ დაგაბნევს, თუნდაც, მანამდე მანქანასთან შეხება არ გქონოდა - ეს პირველი შეგრძნება იყო, რომელსაც ტესტ-დრაივის მონაწილე ჟურნალისტები სალონის კომფორტულობაზე და სიფართოვეზე საუბრისას უსვამდნენ ხაზს. ოთხი პანორამული, 360 გრადუსიანი ვიდეოკამერა ყველაფრის საქმის კურსში გამყოფებთ, რაც თქვენი მანქანის ირგვლივ ხდება და იმასაც გიჩვენებთ, რა ხდება თქვენი მანქანის წინა ორ ბორბალთან...

 

ახალ მოდელში დამატებულია აგრეთვე ე.წ. მცოცავი რეჟიმის სისტემა, რომელიც კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებთ - თქვენ შეგიძლიათ, ძნელად გასავლელ ადგილებში ჩართოთ ფუნქცია, რომელიც რელიეფზე ცოცვას მოერგება, ვთქვათ, 5კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობის საშუალებას არ მისცემს მანქანას და თქვენ კი მთლიანად ორიენტირებული იქნებით მის მართვაზე...

 

პრეზენტაციის დროს ახალი მოდელის უპირატესობებზე „ტოიოტა კავკასიის“ პრეზიდენტმა - მიცურუ კონიშიმ, ტოიოტას ოფიციალური დილერების შესყიდვებისა და გაყიდვების ხელმძღვანელებმა ნინოგაგუამ და გიორგი კობახიძემ, პროდუქტის სპეციალისტმა, გაგა კოხრეიძემ და ჟურნალ Auto bild - ის მთავარმა რედაქტორმა შალვა ბუაჩიძემ ისაუბრეს.

„ცოცვის რეჟიმის გარდა, მულტირელიეფის სელექციის რეჟიმიც დაემატა, რომელიც ნებისმიერ მძღოლს საშუალებას აძლევს, თავი პროფესიონალ ოფროუდერად იგრძნოს. თოვლში, ქვიშაში, ტალახსა თუ სხვა რთულ პირობებში Toyota-ს ახალი მოდელისთვის, მისი წინამორბედების მსგავსად, დაბრკოლება არ არსებობს“, - ამბობს „ტოიოტა კავკასიის“ პროდუქტების სპეციალისტი გაგა კოხრეიძე.

 

„შეიცვალა ის, რომ  Toyota Land Cruiser Prado-ს დიზაინი კიდევ უფრო დაიხვეწა. წინა მხარე განსაკუთრებულადაა შეცვლილი და, ჩემი აზრით, აგრესიული დიზანითაა გამორჩეული. ცოტა Land Cruiser 200-თანაა მიახლოებული, რაც Prado-ს ახალი მოდელის მფლობელებში აღფრთოვანებას გამოიწვევს. 

 

უკანა მხარე უფრო დახვეწილია. ინტერიერში კიდევ უფრო ხარისხიანი მასალაა გამოყენებული, მდიდრულად და თანამედროვედაა მოწყობილი. რაც მთავარია, ახალი მოდელი ტექნიკურად კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა“, - ეს ჟურნალ Auto bild - ისმთავარი რედაქტორის შალვა ბუაჩიძის შეფასებაა.

 

მანქანები უკვე იყიდება. დაინტერესებულებს შეუძლიათ მიიღონ მეტი ინფორმაცია ტოიოტას ოფიციალურ ვებ გვერდზე www.toyota.ge და მიმართონ  Toyota-ს ოფიციალურ ცენტრებს: „ტოიოტა ცენტრ თბილისსა“ და „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“.

 

როგორც იტყვიან, ყურით გაგონილს და, დავამატოთ, წაკითხულ-დათვალიერებულს საკუთარი თვალით ნანახი სჯობიაო...

 

prado1.jpg

 

pradoo.jpg

 

pradoo1.jpg

 

pradoo2.jpg

 

pradoo3.jpg

 

pradoo4.jpg

 

pradoo5.jpg

რედაქტორის რჩევით

"დედა, შემომხედე... ვერ ლაპარაკობს, მეც ფეხები მეკეცება..." - 112-ში შესული ერთი ზარის ისტორია

2017-11-10 23:45
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ტატო კუჭავა "ფეისბუქში" 112-შის მიერ...

უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება

2017-11-06 18:17
მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება. შესაბამისი...

სააპელაციო სასამართლომ 10 პოლიტიკური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა

2017-11-06 17:50
სააპელაციო სასამართლომ 10 პოლიტიკური პარტიის ერთობლივი სარჩელი არ დააკმაყოფილა და პირველი...

რუსულ ციხეში სიკვდილი მემუქრება-კადიევი

2017-11-03 14:42
დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი მიხაილ კადიევი აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება....
რჩეული ვიდეოები

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

მაგისტრალიდან 400 მეტრში რუსი ოკუპანტები ისევ ხნულებს ავლებენ(ვიდეო)

2017-09-12 12:38
გორის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან 400 მეტრში...

გამოკითხვა

ჩამოთვლილთაგან, რომელია თქვენთვის ინფორმაციის მთავარი წყარო?


ვალუტა

1
EUR
 - 
3.2176
0.0000
100
RUB
 - 
4.5750
0.0000
1
USD
 - 
2.7268
0.0000

გუშინ:

ჰიტები:925 უნიკალური:728

მიმდინარე:

ჰიტები:1497 უნიკალური:1245