
საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ზუგდიდის“ მეკარე შოთა მამინაშვილი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეკარე ვარჯიშის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ასევე გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.
მატჩი 16:00 საათზე „ვიტ ჯორჯიასა“ და „ზუგდიდს“ შორის უნდა გამართულიყო.