
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატები არ ესწრებოდნენ , ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწის სიმბოლურ ფასად გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პუშკინის სკვერთან, პანორამა თბილისის სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალა.
საკრებულოს სხდომაზე 26 დეპუტატმა მხარი დაუჭირა სტატუსის შეცვლას, ხოლო 3 დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა.