
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
მიქავას ჭრილობა მუხლის არეში აქვს მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და დამნაშავის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ზუგდიდის საკრებულოს პრესსამსახურის უფროსის თქმით, მიქავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის უკვე სახლში იმყოფება.