არ არის საზოგადოებრივი ტუალეტები, ზებრა არ ნიშნავს,რომ მძღოლი აჩერებს,ღამით ტაქსს ნუ გააჩერებთ-ბრიტანეთის საელჩოს რეკომენდაციები საქართველოს სტუმრებს

Image

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში 6 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სტადიონზე საქართველო-უელსის მატჩზე დასწრების მსურველ საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაციებს აძლევს და დეტალურად განუმარტავს, რა უნდა გაითვალისწინონ საქართველოში მოგზაურობისას პასპორტთან, ვიზებთან და ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებით.

 

 

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში საკუთარ მოქალაქეებს განუმარტავს, რომ ქვეყანაში შესასვლელად მათ ვიზა არ სჭირდებათ და სხვადასხვა სერვისების ჩამონათვალს სთავაზობს, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებსა და ტარიფებთან დაკავშირებით. რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ თბილისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მისვლა ტაქსით, ავტობუსითა და მატარებლით არის შესაძლებელი.

 

ტაქსით სარგებლობის შემთხვევაში, მგზავრებს შეუძლიათ ჩამოსვლების დარბაზის მიმდებარედ განთავსებული ავტომობილებით ისარგებლონ, ან სატელეფონო და აპლიკაციის საშუალებით გააფორმონ შეკვეთა. ტარიფი კი აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე 10 ფუნტ სტერლინგის ექვივალენტს, 30 ლარს შეადგენს.

 

ქუთაისის აეროპორტიდან გამომგზავრების მსურველთათვის რეგულარულად მოძრაობენ ავტობუსები. თბილისის ცენტრამდე მგზავრობის საფასური 20 ლარს შეადგენს, რაც 6 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტია და თავისუფლების მოედნამდე მგზავრობის საფასურს მოიცავს. ქუთაისის აეროპორტიდან თბილისამდე ტაქსით მგზავრობა კი, 60-70 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი - 180 ლარი ღირს. ხანგრძლივობა 2-3 საათია. ტაქსის კომპანიების ჩამონათვალი სტუმრებს შეუძლიათ Georgian Yell website-ზე იხილონ.

ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე მოხვედრა მსურველებს ასევე ტაქსის საშუალებით შეუძლიათ, რომლის გაჩერებაც ქალაქის ქუჩებში პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, საელჩო რეკომენდაციის სახით ქალებს მოუწოდებს, ღამის საათებში ქუჩაში ტაქსის გაჩერებისგან თავი შეიკავონ, ძარცვის ინციდენტების გამო. ალტერნატივის სახით, სტუმრებს შეუძლიათ, ისარგებლონ ტაქსის ტელეფონით გამოძახებით ან აპლიკაციით. უწყება ასევე ურჩევს მოქალაქეებს, უფრთხილდნენ ტაქსის მძღოლებს, რომელთაც დანიშნულების პუნქტამდე მარშრუტი არ იციან. აქვე განმარტებულია, რომ თბილისის ქუჩებში ტაქსით მგზავრობა 5-10 ლარის ფარგლებში ღირს.

 

მეტროპოლიტენი სტადიონზე მოსახვედრად ერთ-ერთი ალტერნატივაა, თუმცა რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ მეტროს სისტემა ეფექტურობის მიუხედავად შეზღუდულია.

უშუალოდ მატჩზე უელსის მხარდამჭერებისთვის ჩრდილოეთ ტრიბუნაზე 11 და 12 სექციების პირველი იარუსი იქნება გამოყოფილი. შესვლა კი F ჭიშკრიდან განხორციელდება. ასევე, გამოყოფილია 30 ადგილი შშმ მხარდამჭრებისთვის, რომელთაც B ჭიშკრიდან უნდა ისარგებლონ.

 

მატჩი ადგილობრივი დროით ზუსტად 20:00 საათზე დაიწყება. შესასვლელი კი 2 საათით ადრე გაიხსნება. საელჩო მატჩზე დასწრების მსურველებს რეკომენდაციას აძლევს თამაშის დაწყებამდე 90 წუთით ადრე მივიდნენ.

შეზღუდვები:
საელჩოს ცნობით, სტადიონზე დაუშვებელია პიროტექნიკის, ფოიერვერკის, კვამლის ყუმბარების, ცეცხლსასროლი იარაღის, დანის, საყვირების, მეგაფონების, ალკოჰოლის, თუნუქის, მინის, პლასტმასის ბოთლებისა და კონტეინერების, ხურდების, სანთებლების შეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უსაფრთხოების სამსახური მათ კონფისკაციას განახორციელებს. ასევე, დაუშვებელია ქოლგებისა და ჩაფხუტების შეტანა და ტერიტორიაზე არ არის ბარგის შესანახი სათავსოები მოწყობილი.
საელჩო ასევე აფრთხილებს შშმ პირებს, რომ ქალაქის ქუჩებში ეტლით გადაადგილებისთვის სათანადოდ არ არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა (ტროტუარები).

პირადი უსაფრთხოება და გზების უსაფრთხოება:
საელჩოს ცნობით, კრიმინალის დონე თბილისში დაბალია, თუმცა პერიოდულად ადგილი აქვს ძარცვას ხალხმრავალ ადგილებში, საღამოს საათებში. საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილებისას თან არ იქონიონ დიდი თანხა. ასევე, ვრცელდება გაფრთხილება ტაქსის მძღოლების მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ ინციდენტებთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ურჩევს გამოიჩინონ ყურადღება გზის გადაკვეთისას, რადგან შუქნიშანზე წითელი ფერი და ზებრა გადასასვლელი არ ნიშნავს, რომ მძღოლი მოძრაობას შეაჩერებს. ავარიები საკმაოდ ხშირად მოვლენაა, რაც ძირითადად მოძრაობის წესების დარღვევით არის განპირობებული. ქალაქში არ არის საზოგადოებრივი ტუალეტები - ვკითხულობთ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ ბრიტანელი მოქალაქეებისთვის გავრცელებულ რეკომენდაციებში.
წყარო:პირველი არხი

რედაქტორის რჩევით

"დედა, შემომხედე... ვერ ლაპარაკობს, მეც ფეხები მეკეცება..." - 112-ში შესული ერთი ზარის ისტორია

2017-11-10 23:45
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ტატო კუჭავა "ფეისბუქში" 112-შის მიერ...

უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება

2017-11-06 18:17
მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება. შესაბამისი...

სააპელაციო სასამართლომ 10 პოლიტიკური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა

2017-11-06 17:50
სააპელაციო სასამართლომ 10 პოლიტიკური პარტიის ერთობლივი სარჩელი არ დააკმაყოფილა და პირველი...

რუსულ ციხეში სიკვდილი მემუქრება-კადიევი

2017-11-03 14:42
დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი მიხაილ კადიევი აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება....
რჩეული ვიდეოები

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

მაგისტრალიდან 400 მეტრში რუსი ოკუპანტები ისევ ხნულებს ავლებენ(ვიდეო)

2017-09-12 12:38
გორის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან 400 მეტრში...

გამოკითხვა

ჩამოთვლილთაგან, რომელია თქვენთვის ინფორმაციის მთავარი წყარო?

ტელევიზია - 29.4%
რადიო - 5.9%
გაზეთი - 0%
ინტერნეტი (საიტები, სოცქსელები) - 58.8%
ინფორმაციას არ ვეცნობი - 5.9%
ხმების რაოდნობა: 17
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.1082
0.0072
100
RUB
 - 
4.4825
0.0126
1
USD
 - 
2.5429
0.0034

გუშინ:

ჰიტები:934 უნიკალური:647

მიმდინარე:

ჰიტები:69 უნიკალური:62