-
2017-09-27 18:27
გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის დეპუტატების შეთავაზებას პასუხობს.
საქართველოს პრეზიდენტი ,,ქართულ ოცნებას" და იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ჩართული იყვნენ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში კონსულტაციებზე იბარებს. შეხვედრაზე განხილული უნდა იქნას პარლამეტის თავმჯდომარის შეთავაზება რომ პრეზიდენტმა ვეტო ბონუსისა და ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვების საკითხებთან დაკავშირებით გამოიყენოს.
პრეზიდენტის პრესსკიერის ეკა მიშველაძის განცხადებით, ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტესებიდან გამომდინარე, მარგველაშვილი მმართველი გუნდის თხოვნის საფუძველზე მათი ინიციატივის განსახილველად ,,ოცნებას" და სხვა პოლიტიკურ ძალებს შეხვედრას ხვალ 16 :00 საათზე სთავაზობს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2014-07-12 23:09
-
2014-07-12 09:24
-
2014-07-10 17:16
-
2014-07-10 02:01