
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და დაანონსა, რომ გუგავა მივა ყველგან, სადაც თბილისში რაიმე პრობლემა იქნება.
ნათელაშვილის თქმით, თბილისი ელოდება მზრუნველ მერს და სწორედ ასეთია გიორგი გუგავა.
"ვინმე დაგჩაგრავთ, გუგავა მოვა, თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა. ავად გახდებით, გუგავა მოვა, ბანკი მოვა გამოსასახლებლად, გუგავა მოვა. წყალი გასკდება, გუგავა მოვა. გზა გაითხრება, გუგავა მოვა. რამე გაჭირვება გექნებათ, გუგავა იქნება თქვენს გვერდით.
თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა, რიგში ჩადგომა, საშვის აღება, დაცვის კორდონების გადალახვა, ეს იქნება რეალობა.
ეს იქნება ის, რასაც ჩვენი ქალაქი ელოდება, ჩვენი ქალაქი ელოდება მზრუნველ მერს, ოჯახის წევრს, საკუთარ ძმას, საკუთარ მამას, მეგობარს, უბნელს. ასეთი იქნება და არის გიორგი გუგავა", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.